Sartre Logo
მოძებნე ბინა
სართული
საძინებელი
ფართობი (მ2)
ფასი (ლარი)

მიმოხილვა

Comfort Hills 16 500 მ2-ზე გაშენებული კომფორტ კლასის უბანია, სადაც ყველაფერი მობინათრეთა კომფორტზე და ხარისხზეა ორიენტირებული. კომპლექსში გათვალისწინებულია 3 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე და კომერციული ფართები, მწვანე და კეთილმოწყობილი გარე ტერიტორია, მოსასვენებელი და საბავშვო-გასართობი სივრცეები, საფეხბურთო მოედანი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. „კომფორტ ჰილსი“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ისეთი დახურული საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც მობინადრეებს ჯანსაღ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებს. ბინების მინიმალური ფართი 51 მ2-დან იწყება.

უპირატესობები

Icon Image

ხარისხი

ხარისხი - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მშენებლობისას ვიყენებთ, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. უმაღლესი ევროპული სტანდარტით შექმნილი პროექტი, მობინადრეებს არა მარტო კომფორტულ, არამედ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს შესთავაზებს.

Icon Image

სარეკრაციო ზონა

16 500 კვ.მ. ტერიტორია კომპლექსის მთავარი უპირატესობაა, სადაც დაბალანსებულად არის განაწილებული საცხოვრებელი შენობები და საერთო მოხმარების სივრცეები. იზოლირებულ და დაცულ გარემოში უდიდეს ადგილს კეთილმოწყობილი გარე ტერიტორია და მასზე გაშენებული რეკრეაციული სივრცე იკავებს.

Icon Image

საბავშვო ინფრასტრუქტურა

„კომფორტ ჰილსი“ იდეალური საცხოვრებელი ადგილია მათთვის, ვისაც დიდი ოჯახი და ბავშვები ჰყავს. კომპლექსის ტექტირორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე საბავშვო-გასართობი ინსფრასტუქტურა მოეწყობა, სადაც პატარებს, მთელი დღის განმავლობაში, სუფთა ჰაერზე თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.

Icon Image

სპორტული სივრცეები

კომპლექსის ტერიტორიის განაშენიანება ითვალისწინებს მაღალი სტანდარტის სპორტული მოედნის მშენებლობას, კომპლექსის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ სპორტული აქტივობებით ეზოდან გაუსვლელად დაკავდნენ.

Icon Image

უსაფრთხოება

„კომფორტ ჰილსში“ ცხოვრებისას, სრულ კომფორტს უსაფრთხოებაც ემატება. იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ, იზოლირებულ და შლაგბაუმით აღჭურვილ ტერიტორიაზე, დაცვის სამსახური 24/7-ზე იმუშავებს.

Icon Image

პარკინგი

კომპლექსის ტერიტორიაზე საკმარისია ადგილია იმისთვის, რომ ნებისმიერ ოჯახს საკუთარი საპარკინგე ადგილი ჰქონდეს და მანქანის დაყენება კომპლექსის გარეთ არ მოუწიოს. ამიტომ, „კომფორტ ჰილსში“ ორი ტიპის, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები მოეწყობა.

მდებარეობა

კომპლექსს საცხოვრებლად და გადასაადგილებლად ძალზედ მოსახერხებელი ადგილმდებარეობა გააჩნია, საიდანაც სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხვედრა. „კომფორტ ჰილსი“ საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩის N63-ში მდებარეობს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერწყმის საცხოვრებლად მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბებსა და საკვანძო ობიექტებს. მათ შორის, მარშალ გელოვანის გამზირთან დამაკავშირებელ გზაგამტარს, მაჭავარიანის ქუჩას, ლისის ტბას, გაჩერებებს, სასურსათო მაღაზიებს, ბანკებსა და აფთიაქებს. საკუთარი სარეკრეაციო სივრცე და საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურა, კომპლექსის მობინადრეებს საშუალებას აძლევს, დღის ნებისმიერი მონაკვეთი საკუთარ ეზოში, დაცულ და მწვანე გარემოში გაატაროს.